ჰიდრავლიკის სახლი არის ასპ გრუპის ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია  9 ფილიალით ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ფირმის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია. კომპანია ასევე ახორციელებს ყველა ტექნიკასთან დაკავშირებულ სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და სრულ სერვისულ მომსახურებას. 2021 წელისათვის ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი აღემატება 80 თანამშრომელს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე: https://aspgroup.ge/

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს სპეც.ტექნიკისა და საწარმოო ჰიდრავლიკის სისტემის კომპონენტები, ტუმბოები, ძრავები,მაღალი წნევის მილები,  ჰიდრავლიკური ცილინდრის მილები, ღეროები, ჩობალები, მანჟეტები, ზეთები, ფილტრები და სხვ. ჰიდრავლიკის სახლში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი OEM ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: Bosch Rexroth, Parker Hannifin,   Interpump, Hardrox, Stelmi, Avista Oil, Fleetguard, Uniflex GmbH, Cast Spa, CTP, SF Filter და სხვა. ჰიდრავლიკის სახლი მუდმივად ორიენტირებულია კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ასორტიმენტის ზრდაზე.

სერვისული მომსახურება

ჩვენს სერვის ცენტრებში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტექნიკის სრული პროფილაქტიკური და სარემონტო მომსახურება. ჩვენი კომპანიის უმაღლესი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებულ მობილური სერვისის ჯგუფებს შეუძლიათ აღნიშნული მომსახურების გაწევა.

ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ყოველ დღე

კვირის გარდა 9:30-დან საღამოს 18:30 საათამდე

სათაო ოფისი / სერვის ცენტრი

სოფ. დიდი ლილო, ერეკლე მეორის V შესახვევი, N3, თბილისი, საქართველო

სერვის ცენტრი

ე. მაისურაძის ქ. 10, თბილისი, საქართველო

სერვის ცენტრი

E60 მაგისტრალი 7-ე კმ. ფოთი, საქართველო

მაღაზია

დ.აღმაშენებლის ხეივანი #198, თბილისი, საქართველო

მაღაზია

აღმაშენებელი გამზირი N 62ა, თელავი, საქართველო